logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ საქართველო არაფრით ჩამოუვარდება არცერთ ქვეყანას, რომელიც მოლაპარაკების პროცესშია
- +

28 თებერვალი. 2024. 11:35

 

 

ჩვენი კოლეგა ევროპარლამენტარების მიერ არაერთი განცხადება გაკეთდა, რომელიც უკავშირდება საქართველოსთან დაუყოვნებლივ მოლაპარაკებების გახსნის აუცილებლობას. ისინი ხაზს უსვამენ, რომ საქართველო არაფრით ჩამოუვარდება არცერთ ქვეყანას, რომელიც მოლაპარაკების პროცესშია, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკას“ სტრასბურგში განუცხადა.

 

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს, მთავარი აქცენტი კეთდება იმ პრიორიტეტებისა და იმ ნაბიჯების შესრულებაზე, რაც განსაზღვრულია ევროკავშირის მხრიდან.

 

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც ისევე როგორც სხვა ქვეყნები, დროულად ჩავერთოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში, თუმცა ეს არის ევროკომისიის მხრიდან სამუშაო პროცესი, ამას სჭირდება გარკვეული მომზადება“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს განაგრძობს. მთავარი თემა, საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასვლას, მოლაპარაკებების გახსნასა და ევროკავშირის გაფართოებას ეხება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner