„ტელეკომაპნია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მხრიდან „ფეისბუქზე" ჩვენი პარტიის წევრების მიმართ ძალიან შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა და ეს კუმუნიკაციის მართლაც უზრდელი ფორმა იყო",- ამის შესახებ გადაცემა 2030-ში პაატა ბურჭულაძის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
„ალბათ იყო ვარაუდი, რომ მე წყობიდან გამოვსულიყავი და მისი პოსტის შესაბამისად მეპასუხა. ჯერ „ტაბულას" ჟურნალისტი ცდილობს, პოლიტიკაში ჩართულ ერთ-ერთ ადამიანს რაღაც სიტყვა გამოსძალოს, ამის შემდეგ, ქვეყანაში უმსხვილესი მედიასაშუალების გენერალური დორექტორი ჯერ ფეისბუკამპანიკას აწყობს, შემდეგ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბლოკის ლიდერს ურეკავს და პირდაპირი მნიშვნელობით ატყუებს. ძალიან ვწუხვარ, რომ პაატა ბურჭულაძემ პირდაპირ მე არ დამირეკა. ჩემი აზრით, ჯობდა, ასე გაეკეთებინა. ამის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ მოსახლეობისთვის რამე მნიშვნელოვან საკითხზე ლაპარაკობდეს, მთელი მედია მე მეკითხებით, ხინკალს როგორ ველოდებოდი, როგორ მშიოდა და ამ დროს "ტაბულას" ჟურნალისტს როგორ ველაპარაკებოდ",- აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა, რომლის ინფორმაციითაც, ხინკლის საჭმელად იყვნენ წასული და „ტაბულას" 2-წუთიანი ინტერვალით ურეკავდა.
„ჩემთან შემდეგი საუბარი იყო „ტაბულას" ჟურნალისტისგან - პარლამენტში ჩვენი გაერთიანება ითანამშრომლებდა თუ არა „ქართულ ოცნებასთან". დასახელებული იყო სხვა ძალებიც, ირმა ინაშვილის გაერთიანებაც. მე ეს კატეგორიულად გამოვრიცხე, რაც "ტაბულამ" სიტყვასიტყვით დაწერა. ყველანაირად ვცდილობდი, ჟურნალისტისთვის ამეხსნა, რომ ჩემთვის ამ ქვეყანაში მტერი არავინ არ არის, არც „ნაციონალური მოძრაობა" და არც „ქართული ოცნება."
პარლამენტში უნდა მიდიოდნენ ერთმანეთთან სათანამშრომლოდ და არა იმიტომ, რომ წინასწარ მტრის ხატი შევქმნათ, ვითამაშოთ რადიკალური, დაუმორჩილებელი ოპოზიციის როლი, რომ თუ ის ისე არ იქნება, როგორც ჩვენ გვინდა, რუსთაველზე დავსხდებით და იქაურობას დავაბინძურებთ. მე პირადად, მსგავს ქმედებას არსდროს არ ვაპირებ. ფეისბუკზე გამართულ დისკუსიაში მე პასუხებს ვცემდი, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია გადასახადების შემცირება, ნარკომომხმარებლების არდასჯა, ციხეში არგაშვება. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც დისკუსიაში შემოვა და ამ საკითხებზე იმსჯელებს, პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩემთვის ჩვეულებრივი პარტნიორია, მაგრამ „ტაბულას" ჟურნალისტის დაჟინებული კითხვა იყო - „კი მაგრამ, აი, ამასთან ითანამშრომლებთ",- აღნიშნა მეგრელიშვილმა.