logo_geo
eng_logo
1 აპრილამდე ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვა ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება
- +

28 თებერვალი. 2024. 12:56

 

 

„1 აპრილამდე ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვა ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  

 

მისი თქმით, მესაკუთრეები, ვისაც აღნიშნული ნებართვების შენარჩუნების სურვილი აქვთ, ნებართვების გააქტიურების შესახებ ინფორმაციას ვებგვერდზე: www.taxi.tbilisi.gov.ge და თბილისის მერიის ცხელ ხაზზე მიიღებენ.

 

„გასული წლის 1 აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომელმაც პირებს A კატეგორიის ტაქსის ნებართვები დაუკანონა. აღნიშნული ნებართვების გააქტიურებისთვის, რეფორმა ითვალისწინებდა ერთწლიან ვადას, რომელიც მიმდინარე წლის პირველ აპრილს იწურება. პირველ აპრილამდე უნდა მოხდეს იმ ნებართვების გააქტიურება, რომელიც მძღოლებს საკუთრებაში აქვთ. ჯამში, 35 000-ზე მეტი A კატეგორიის ნებართვაა გაცემული - ორ-სამჯერ მეტი, ვიდრე ამის საჭიროებაა ქალაქში, თუმცა მოქალაქეებს ჰქონდათ სურვილი, ეს ნებართვები აეღოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე განმარტებით, ვისაც აღნიშნული ნებართვის შენარჩუნების სურვილი აქვს, ის 1 აპრილამდე უნდა გაააქტიუროს.

 

„დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 20–21 ათასი ნებართვაა გაუაქტიურებელი. ამიტომ, 1 აპრილამდე გაქვთ ვადა. 1 აპრილს გაუაქტიურებელი ნებართვები ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ ნებართვები შეინარჩუნოთ, გაააქტიურეთ ისინი პირველ აპრილამდე. ამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც შესაბამის ვებგვერდზე: www.taxi.tbilisi.gov.ge, ასევე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner