„ლგბტ პროპაგანდა სრულიად ახალ საფეხურზე გადავიდა. თუკი ვინმე კიდევ რჩებოდა საქართველოში თუ ჩვენი ქვეყნის გარეთ, ვინც ამას შეთქმულების თეორიას და გამოგონილ საფრთხეს ეძახდა, რეალურად ენტონი ბლინკენის საჯარო განკარგულებით ყველაფერი გაცხადდა და სრულიად ახალ საფეხურზე გადავიდა“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვატო შაქარიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, ენტონი ბლინკენის მიმართვა, რომელმაც თანამშრომლებს მოუწოდა თავი აარიდონ ისეთი ფრაზების გამოყენებას, როგორიცაა „მამაცი კაცები და ქალები ფრონტის ხაზზე“ და გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური „მამაცი მებრძოლები“, ლგბტ პროპაგანდის ახალ საფეხურზე გადასვლას შეადარა.
მისივე თქმით, ეს აღარ არის ცალკეული ორგანიზაციების საკითხი, არამედ სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი.
„თვალთახედვაში მაქვს სახელმწიფო მდივნის განკარგულება, რომელმაც სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს უბრძანა და გამოსცა განკარგულება, რომ მათ აღარ გამოიყენონ ისეთი „პრობლემური“ სიტყვები, როგორიც არის: დედა, მამა, ქალიშვილი, ვაჟიშვილი, ქალბატონებო და ბატონებო, და მათი ჩანაცვლება მოსთხოვა გენდერულად ნეიტრალური სიტყვებით. ეს რეალურად არის ახალი საფეხური ლგბტ პროპაგანდისა. ეს ნიშნავს, რომ აღარ რჩება გარკვეული ორგანიზაციების, კორპორაციების ამაში დაინტერესებული ცალკეული პირების თუ ორგანიზაციების საკითხად, არამედ ეს არის აყვანილი სახელმწიფო პოლიტიკის რანგში. როდესაც სახელმწიფო მდივანი გამოსცემს მსგავს განკარგულებას ეს ნიშნავს, რომ ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი საკითხი“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.