logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: „ქართული ოცნება“ როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში, დახვდა დაახლოებით 24 თუ 25 000 პატიმარი, დღეს ეს რიცხვი ჩამოსულია დაახლოებით 9000-ზე
- +

28 თებერვალი. 2024. 13:10

 

 

ჩვენი მიდგომაც არის ის, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არ იყოს პატიმრების დიდი რაოდენობა. თავის გამოსვლაში ამას ხაზი პრემიერ-მინისტრმაც გაუსვა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„ქართული ოცნება“ როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში, დახვდა დაახლოებით 24 თუ 25 000 პატიმარი, დღეს ეს რიცხვი ჩამოსულია დაახლოებით 9 000-ზე. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანიც არის, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს უწევდეს იზოლაციაში სასჯელის მოხდა. რაც შეეხება რა მექანიზმები არსებობს შემცირებისა, აქ სწორედ სახელმწიფოებრივი მიდგომაა მნიშვნელოვანი. ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია იუსტიციის სამინისტროს, მთავრობის პოზიცია და არა ერთი ხელის მოსმით, პოლიტიკური პროგრამის გატარების ნაწილი არ უნდა იყოს ეს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner