logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: აშშ-ის ნება არის საჭირო, რომ მოიხსნას ვიზა - არ მგონია, რომ საქართველო რაიმე საფრთხეს წარმოადგენდეს მიგრაციული მხრივ აშშ-სთვის
- +

28 თებერვალი. 2024. 13:51

 

 

აშშ-ის ნება არის საჭირო, რომ მოიხსნას ვიზა. გასაგებია, რომ აშშ-ს არ აქვს უვიზო მიმოსვლა ბევრ ქვეყანასთან, მაგრამ არაღიარებულ სახელმწიფო ტაივანთან აქვს უვიზო მიმოსვლა. არ მგონია, რომ საქართველო 3 მილიონ ნახევარი მოსახლეობით რაიმე საფრთხეს წარმოადგენდეს მიგრაციული მხრივ აშშ-სთვის. ეს იქნება კიდევ ერთი კარგი ჟესტი ქართველი ხალხის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„რაც შეეხება ავიამიმოსვლას, აქაც ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური მზაობა, ყველანაირად ხელი შეეწყოს ნებისმიერი ამერიკული ავიაკომპანია იქნება თუ სხვა, რომ მოხდეს ეს ფრენები. ჩვენი მხრიდან თუ რაიმე დახმარება იქნება, დავეხმარებით, შესაძლოა, აშშ-დანაც გარკვეული ბიძგები ან წახალისება მოხდეს ავიაკომპანიების, რომ ეს რეისები დაინიშნოს. როგორც იცით, თქვენ საკმაოდ მაღალი არის მგზავრთნაკადი საქართველოსა და აშშ-ს შორის, ამიტომ დატვირთულობა ამ მხრივ გარანტირებული იქნება. ამ ყველა ინსტრუმენტის კომბინაციით – უვიზო მიმოსვლა, პირდაპირ ფრენები, ეს წაახალისებს როგორც ხალხთა შორის ურთიერთობას ასევე ეკონომიკურ ურთიერთობას და შეიქმნება გარემო, რომ ამერიკული ინვესტიციები მოხვდეს საქართველოში. ასე ხდება ზოგადად სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება და ჩვენი სურვილია, რომ ჩვენს ძალისხმევას აშშ-ის მხრიდან მოჰყვეს საპასუხო ნაბიჯები“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner