logo_geo
eng_logo
ირმა სოხაძე: ვფიქრობ, არ იყო დახვეწილი და გასაგები ის ამოცანები, რაც პედაგოგებს წარუდგინეს!
- +

12 მარტი. 2016. 15:39



"რისი ბრალია, რომ მასწავლებელთა 85%-მა პროფესიული გამოცდები ვერ ჩააბარა?" - „რეზონანსის" ამ შეკითხვას მომღერალი ირმა სოხაძე პასუხობს:  



"მე რატომღაც ვფიქრობ, რომ შეცდომები გაიპარა, ან არ იყო დახვეწილი და გასაგები ის ამოცანები, რაც პედაგოგებს წარუდგინეს. მიუხედავად იმისა, რომ დაბალი ანაზღაურება და დაბალი მოტივაცია აქვს მასწავლებელს, თანდათან სწორდება ეს ყველაფერი და რატომღაც მეგონა, რომ უკეთესი შედეგი იქნებოდა. აქედან გამომდინარე ცოტა შეშფოთებული ვარ ასეთი შედეგებით. ალბათ უნდა გადამოწმდეს ხელმეორედ.

 

პედაგოგების დიდი რაოდენობა ხანდაზმულია და, შესაძლოა, ტესტირების ფორმას ვერ მიხვდნენ. ათასი მიზეზი შეიძლება იყოს. ვერ წარმომიდგენია, რომ მათემატიკის მასწავლებელმა ვერ ჩააბაროს თავის საგანში ტესტი, ამის ნამდვილად არ მჯერა", - ამბობს სოხაძე.



ამავე თემაზე იხილეთ:



ზაზა სიამაშვილი: ეს შეკვეთაა, რომ საქართველო გადაიყვანონ ოფიციანტების და მომსახურე პერსონალის დონეზე!


http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=2168



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner