logo_geo
eng_logo
ევროკავშირის ელჩები ირმა ინაშვილსა და გოჩა თევდორაძეს შეხვდნენ
- +

15 სექტემბერი. 2016. 00:05


 

2016 წლის 14 სექტემბერს, თბილისში, გაეროს წარმომადგენლობის ოფისში  გაიმართა ევროკავშირის ელჩების შეხვედრა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალურ მდივანთან ირმა ინაშვილთან და ბლოკის დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია"  საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან გოჩა თევდორაძესთან. შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებდა პარტიის პროგრამის, მისი საგარეო და საშინაო პოლიტიკური კურსის პრეზენტაციას.


ირმა ინაშვილმა ევროკავშირის ელჩებთან დახურულ შეხვედრაზე  ვრცლად მიმოიხილა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკურ პლატფორმასთან დაკავშირებული საკითხები, ისაუბრა პარტიის საგარეო- ეკონომიკურ, სოციალურ პრიორიტეტებზე.


აღნიშნა, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის კურსს, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება. ირმა ინაშვილმა მკაფიოდ გაუსვა ხაზი ნატოსთან თანამშრომლობის აუცილებლობას და განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური გუნდის პოზიცია (ნატოსთან მიმართებაში) არაფერით განსხვავებული არაა ბარაკ ობამას, ანგელა მერკელის, ფრანსუა ოლანდის და სხვა ლიდერების პოზიციისაგან. „ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოს მოსახლეობის მოტყუებას, რასაც წლების მანძილზე არა ერთი პოლიტიკური პარტია აკეთებს და არ ვაპირებთ ცრუ მოლოდინის გაღვივებას, თითქოს ნატოში ხვალ მიგვიღებენ. სწორედ ამ ცრუ მოლოდინმა გამოიწვია ჩვენს ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაძლიერება. ფაქტი და რეალობაა, რომ ნატო ამ ეტაპზე მხოლოდ თანამშრომლობას გვთავაზობს და არა გაწევრიანებას და ამაზე მეტყველებს ობამას, მერკელის, ოლანდის განცხადებები. ჩვენი პოზიცია არაფრით განსხვავებული არაა ამ განცხადებებისგან. ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებელია ნატოსთან თანამშრომლობა. ნატოსთან რუსეთიც კი თანამშომლობს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ნატოს კარი ჩვენთვის რეალურად დახურულია",- აღნიშნა ირმა ინაშვილმა;


„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა, ასევე, ისაუბრა ე.წ. იარლიყების თემაზე, რაც აქტუალურია ქართულ პოლიტიკაში.

პრორუსული-პროდასავლური",- ეს იარლიყები სააკაშვილის მმართველობის დროს დამკვიდრდა. სააკაშვილი მისთვის სახიფათო ან მიუღებელ ოპონენტებს სწორედ რუსეთის აგენტების იარლიყს აკერებდა. დღეს იარლიყების თემა საქართველოს მოსახლეობას შორის უკვე კომიკურ განწყობებს იწვევს და აქტუალური აღარაა, ჩვენი პარტიის სახელწოდებაასაქართველოს პატრიოტთა ალიანსი", ანუ ჩვენ ვართ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების, ბერძნების, უკრაინელების და სხვა ეროვნების წარმომადგენლების პარტია და შორსა ვართ .. ნაციონალისტური იდეებისაგან, რაშიც ბრალს გვდებს ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები ვართ, მაგრამ ღია ვართ მეგობრებისთვის, რომლებიც პატივს სცემენ ჩვენს სახელმწიფოს და მის ინტერესებს",- განაცხადა ირმა ინაშვილმა;


აქვე ხაზი გაესვა საქართველო-თურქეთის პარტნიორობის თემას. ინაშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა ეკონომიკურ და იდეოლოგიურ  ექსპანსიაზე, რასაც თურქეთი აჭარის რეგიონში მიზანმიმართულად ახორციელებს, ასევე, ისაუბრა გიულენის საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომლებიც საქართველოში აუცილებლად უნდა დაიხუროს.


ევროკავშირის ელჩები, ასევე, დაინტერესდნენ წინასაარჩევნო ვითარებით და მოსალოდნელი შედეგებით. საარჩევნო შტაბის უფროსმა გოჩა თევდორაძემ უცხოელ დიპლომატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო კამპანიის მსვლელობის შესახებ.


საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" რეიტინგი სწრაფად იზრდება. ჩვენ ქვეყანაში რეალურად მთავარი ოპოზიციური პარტია ვართ, რისი აღიარებაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას არჩევნების შემდეგ მოუწევს",- განაცხადა გოჩა თევდორაძემ;


„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მორიგი შეხვედრა ევროკავშირის ელჩებთან 2016 წლის 31 სექტემბერსაა დაგეგმილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner