logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: რუსეთზე რომ სანქციების დაწესებამ ბრძოლის სურათი არ შეცვალა, ფაქტია, მით უფრო, თუ დასავლეთი პარალელურ რეჟიმში მასთან გარკვეულ სამარცხვინო სავაჭრო ურთიერთობებშია
- +

28 თებერვალი. 2024. 16:42

 

 

„მიუხედავად იმისა, ვინ რა ციფრს დაასახელებს და საინფორმაციო ომს რა დონეზე გაშლის, თუ უკრაინა დროულად ვერ მიიღებს დახმარებას, რუსეთი შეძლებს კიდევ უფრო წინ წაიწიოს“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ფაქტია, რომ რუსეთზე სანქციების დაწესებამ ბრძოლის სურათი არ შეცვალა.

 

„რუსეთ-უკრაინის ფრონტზე მძიმე მდგომარეობაა, ამას მე კი არ ვამბობ, არამედ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბი - „უკრაინაში ბრძოლის ველზე შექმნილი მდგომარეობა ძალიან მძიმეა“. მას ამ შეფასებაში არც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ჩამორჩება - „უკრაინაში ბრძოლის ველზე სიტუაცია უკიდურესად მძიმეა. უკრაინის ჯარებს არ გააჩნიათ საკმარისი საბრძოლო მასალა, რომელიც საჭიროა რუსული აგრესიის მოსაგერიებლად“. თუმცა, უკრაინული მედია, რომელსაც არაფრით ჩამოუვარდება ქართული მედიასაშუალებები, აცხადებს, რომ უკრაინამ მასზე დამიზნებული ყველა დრონი მოიგერია, გაანადგურაო. ზელენსკიმ - საერთოდ მხოლოდ 35 000 ჯარისკაცი დავკარგეთო, რუსებს კი სადღაც 250-350 000 მდე სამხედრო ჰყოლიათ დაღუპული.

 

ახლა კი რეალურად შევხედოთ სურათს, ომი გრძელდება, მსხვერპლი კიდევ გაიზრდება მიუხედავად იმისა, ვინ რა ციფრს დაასახელებს და საინფორმაციო ომს რა დონეზე გაშლის, თუ უკრაინა დროულად ვერ მიიღებს დახმარებას, რუსეთი შეძლებს კიდევ უფრო წინ წაიწიოს. რუსეთზე რომ სანქციების დაწესებამ ბრძოლის სურათი არ შეცვალა, ფაქტია, მით უფრო, თუ დასავლეთი პარალელურ რეჟიმში მასთან გარკვეულ სამარცხვინო სავაჭრო ურთიერთობებშია. რაც უფრო წინ წავა რუსეთის არმია, მით უფრო მეტი უპირატესობა ექნება შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად დადგება. შედეგი რა იქნება და ამაზე პასუხისმგებლობას ვინ აიღებს, მართლაც საინტერესოა, გამარჯვებულის და დამარცხებულის სახელს  კი ვინ მიიკერებს, ეს უკვე მეორეხარისხოვანია“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner