ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებებს ეხმიანება, რომელიც საზღვარგარეთიდან ოპოზიციის დიდი ნაწილის დაფინანსებას ეხება.
ანალიტიკოსის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ დაინახა, ვინ არიან რევანშისტი ძალები და რას წარმოადგენენ ისინი.
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (ე.წ რუსული) კანონი აღარაა საჭირო, იმდენად უხეში გახდა მეხუთე კოლონის ანგარებიანი დესტრუქცია და მათი ინტენსიური მხილება. საქართველოს საზოგადოებამ მკაფიოდ დაინახა თუ რას წარმოადგენენ ყველა განშტოების ოდენ ვერცხლისმოყვარე „ნაცრევანშისტები“.
თითქოს წარმოუდგენელია ამგვარი ანტისახელმწიფოებრივი სუბიექტების არსებობა, მაგრამ, სამწუხაროდ, მოღალატეები ყოველთვის გვყავდა და აწმყოშიც არიან“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.