logo_geo
eng_logo
დავით საგანელიძე: „სტარტაპ საქართველოს“ სტარტი კარგი გამოუვიდა!
- +

15 სექტემბერი. 2016. 01:11



"სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში, ჯამში, გამარჯვებული 57 პროექტი გამოვლინდა, - განაცხადა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ გადაცემა 2030-ში.


"მინდა გითხრათ, რომ პირველ ეტაპზე ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი შემოვიდა.  ზოგიერთ პროექტში ძალიან საინტერესო ინოვაცია იყო, მაგრამ მათ სისუსტე სხვა პუნქტებში ჰქონდათ . ეს პროექტები არ გადაგვიდია; ავტორებთან ვმუშაობთ და პროექტის უკეთ დაწერაში ვეხმარებით", - განაცხადა საგანელიძემ.


მისი თქმით, "სტარტაპ საქართველოს" სტარტი კარგი გამოვიდა და ეს პროექტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.


"ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. "სტარტაპ საქართველოს" სტარტი კარგი გამოვიდა და ეს პროექტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ვფიქრობთ, 12 მილიონი, რომელიც პირველ ეტაპზე გამოვყავით, არანაირად არ გვეყოფა და დაფინანსებას გავზრდით. დარწმუნებული ვარ, 35 მილიონს, რომელიც გაჟღერდა, მომავალი წლის ნახევარში ავითვისებთ. ეს პროექტი  გიორგი კვირიკაშვილის იდეა იყო და მიმაჩნია, რომ ეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო იდეაა.", - განაცხადა დავით საგანელიძემ. 






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner