მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ბარნაბიანთკარში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
პროექტის მიხედვით 1 052 გრძივი მეტრი გზის მონაკვეთი მოეწყობა. ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც ორ ფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. აღსანიშნავია, რომ მოცემული გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ცეკური“ ახორციელებს.