logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: თუ მყისიერად არ მოიხსნება სავიზო მიმოსვლა აშშ-სთან, გამარტივდეს მაინც
- +

28 თებერვალი. 2024. 17:58

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველო ამერიკისგან უვიზო მიმოსვლას ელის. ამის შესახებ დეპუტატმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

 

„უვიზო მიმოსვლა ცოტა უფრო რთული საკითხია, თუმცა ჩვენ გვსურს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდეთ ისეთივე მიდგომა საქართველოს მიმართ, როგორიც აქვთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ. თუ მყისიერად არ მოიხსნება სავიზო მიმოსვლა, გამარტივება მაინც მოხდეს. ჩვენ მოქალაქეებს არ უნდა უწევდეთ თვეებით და წლობით საკონსულოს რიგში დგომა, რომ ვიზა მიიღონ. ესეც არის მნიშვნელოვანი საკითხი და [აშშ-ის] ელჩმაც თქვა თავის გამოსვლაში, რომ ამ საკითხს ძალიან ყურადღებით მიხედავენ და იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობა გაუმარტივდეს, ყველაფერს გააკეთებენ. საბოლოო მიზანი მაინც უვიზო მიმოსვლაა“, - აღნიშნა სამხარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner