სამგორის მე-12 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, „ნაცმოძრაობა" პოლიციელების დისკრედიტაციას მიზანმიმართულად ახორციელებს.
„როდესაც ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდია და ჩანს დესტაბილიზაციის კერები, მიზანმიმართულად მიმდინარეობს იმ ადამიანების დისკრედიტაცია საზოგადოების თვალში, ვისაც ჰქვია პოლიციელი.
ანტისახელისუფლებო პარტიას, "ნაცმოძრაობის" მეთაურობით, განზრახული აქვთ, რომ ქვეყანაში მოახდინონ დესტაბილიზაცია", - განაცხადა შიხიაშვილმა.
მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი მიმართავს საზოგადოებას და სამართალდამცავი სისტემის საკითხის მიმართ, მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.