logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: მართლმსაჯულება სახელმწიფოს მთავარი საყრდენია, ცხადია, რომ „ნაცმოძრაობის“ ლობისტებს ვეტინგის მეთოდის მეშვეობით სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხელყოფა სურთ
- +

28 თებერვალი. 2024. 20:11

 

 

„ხელმოცარული ოპოზიცია კიდევ ბევრ, მათთვის სასარგებლო და ქვეყნისთვის მიუღებელ წინადადებას შემოგვთავაზებს, მაგრამ ასეთ მტრულ იდეებზე უარის თქმა არ გაგვიჭირდება“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე და აღნიშნავს, რომ ვეტინგის მეთოდი სწორედ ოპოზიციურმა პარტიულმა ენჯეოებმა შემოიტანეს მათი ლობისტების დავალებით. დიმიტრი ხუნდაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართული მართლმსაჯულება გათავისუფლდა სახელისუფლებო წნეხისგან და ის აღარასდროს მოექცევა პოლიტიკის კლანჭებში.

 

 „ოპოზიციიდან დეზინფორმაციული კამპანია ახლა უკვე სასამართლოს შესახებ, გრძელდება. საუბარი იმაზე, რომ ვეტინგის მეთოდით სასამართლოს გაჯანსაღება სურთ, ტყუილია. ვეტინგის მეთოდი გულისხმობს ერთადერთ რამეს - სასამართლოს მართვის სადავეების უცხოეთისთვის გადაცემას. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ მართლმსაჯულება სახელმწიფოს მთავარი საყრდენია, ადვილი მისახვედრია, რომ ნაცმოძრაობის ლობისტებს სახელმწიფოს სუვერენიტეტის სრული ხელყოფა სურთ. ვეტინგის მეთოდი სწორედ ოპოზიციურმა პარტიულმა ენჯეოებმა შემოიტანეს მათი ლობისტების დავალებით. ხელმოცარული ოპოზიცია კიდევ ბევრ, მათთვის სასარგებლო და ქვეყნისთვის მიუღებელ წინადადებას შემოგვთავაზებს, მაგრამ ასეთ მტრულ იდეებზე უარის თქმა არ გაგვიჭირდება. ქართული მართლმსაჯულება ჩვენს მიერ გათავისუფლდა სახელისუფლებო წნეხისგან და ის აღარასდროს მოექცევა პოლიტიკის კლანჭებში, მითუმეტეს, უცხო ძალების გავლენის ქვეშ. უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინ ოპოზიციისთვის ცხადზე ცხადია მოსალოდნელი მარცხი და ამიტომ ემზადებიან არჩევნების შემდგომი პროცესებისთვის, არეულობისთვის. ამჯერად არჩევნების „გაყალბების” დასასაბუთებლად აღარ გამოადგებათ მათივე პარტიული ენჯეოები, ამიტომ სურთ სასამართლოს ხელში ჩაგდება. ნაცმოძრაობის ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიციისთვის ყველაფერი პირადი კეთილდღეობით იწყება და სამშობლოს გაყიდვით მთავრდება. დამოუკიდებელი სასამართლოს უცხო ქვეყნისთვის გადაცემაც სწორედ მათ პირად მერკანტილურ მიზნებს ემსახურება. მაგრამ ეს არ მოხდება და მათი მტრული მიზნებიც ამჯერადაც აუსრულებელი დარჩება. ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი იქნება შენარჩუნებული,“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner