logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო არის ის ადგილი, სადაც მშვიდობა მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის
- +

28 თებერვალი. 2024. 20:26

"როდესაც ევროპულ უსაფრთხოებაზე საუბარი, აქ მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ იგულისხმება. ევროკავშირი უფრო ფართოდ უყურებს ამ საკითხს და, რა თქმა უნდა, საქართველო არის ის ადგილი, სადაც მშვიდობა მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამიტომ, უსაფრთხოებაზე მიღებულ რეზოლუციაში საქართველოზეც არის საუბარი, "- ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

 

 

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროკავშირი განიხილავს საქართველოს, როგორც ორგანიზაციის მომავალ წევრს.

 

 

ახლა, როდესაც ქვეყანა არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, რა თქმა უნდა, უფრო მეტი დატვირთვა აქვს საქართველოსთან თანამშრომლობას უსაფრთხოების კონტექსტში და ესეც არის აღნიშნული. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, როგორც ახალი კანდიდატი ქვეყნები, ევროკავშირის მომავლის კონტექსტში განიხილებიან და განიხილებიან, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი ქვეყნები“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner