უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიო ლიდერების ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიმართულია უკრაინის გაძლიერებაზე რუსული აგრესიის მოგერიებაში, კარგი იქნება მთელი მსოფლიოსთვის.
"მე არ ვიყავი იმ სამიტზე [სადაც ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა]. მან თქვა, რომ ისაუბრებს ახალ იდეებზე, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს უკრაინა. თუკი მსოფლიოში რაიმე ინიციატივა გააძლიერებს უკრაინას, ეს კარგია მთელი მსოფლიოსთვის", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.