ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში პირველი დუბლი გაიტანა. იტალიის სერია ა-ს 26-ე ტურში „ნაპოლი“ „სასუოლოს“ ესტუმრა. ქართველმა ფეხბურთელმა პირველი გოლი 51-ე წუთზე გაიტანა, მეორედ კი მეტოქის კარი უკვე 75-ე წუთზე აიღო. პირველ ტაიმში კვარაცხელიას ანგარიშზე საგოლე გადაცემაა, რომლითაც ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა.
შეხვედრა „ნაპოლის“ გამარჯვებით, ანგარიშით 6-1 დასრულდა. ნეაპოლური გუნდი სატურნირო ცხრილში 40 ქულით მეცხრე ადგილს იკავებს. კვარაცხელიას ანგარიშზე კი ამ სეზონში უკვე 9 გოლია.