ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი 2011 წლის 26 მაისი დარბევის დროს რესპოდენტის მიერ მოყოლილს იხსენებს:
"...სამშენებლო ტერიტორიიდან გუდიაშვილის ქუჩაზე გაგვიყვანეს და ქვაშვეთთან ახლოს საცხოვრებელი კორპუსის კედლის პირისპირ დაგვაყენეს - ავტობუსის მოსვლას ელოდებოდნენ.
ერთ-ერთს, რომელსაც ჯინსები ეცვა და სახეს ნიღბით მალავდა, ქცევაზე ემჩნეოდა, რომ სპეცრაზმელი კი არა, სამოქალაქო პირი, ჩვეულებრივი ზონდერი იყო. ის ყვირილით მოვარდა - თქვე ერის მოღალატეებოო. თავი უკან მოვატრიალე და მივუგე - ბიძიკო, მე სკოლაში მასწავლიდნენ, რომ ერის მოღალატეები სახეებს მალავდნენ. აბა შემომხედე, ნიღაბი მიკეთია?! სახეს ვმალავ?! შენ კი ნიღაბი გიკეთია-მეთქი. ამის თქმა იყო და დამცხო რეზინის ხელკეტი, მაგრად მცემა და მაგინა.
თავიდან სისხლი, რომ ჩამომდის და ამ დროს სპეცრაზმელს ხელკეტი დასარტყმელად, რომ აქვს მომარჯვებული, ეგ ფოტო სასწრაფოს მოსვლამდეა გადაღებული; სამშენებლო ობიექტის ტერიტორიიდან, რომ გამოგვიყვანეს და ყვითელ ავტბუსებს, რომ ელოდებოდნენ..."
2011 წლის 26 მაისი.
ადამიანი რომელთანაც ეს ინტერვიუ ჩავწერე, ამ ფოტოებზე მკაფიოდ ჩანს"- აღნიშნავს მიქიაშვილი.