logo_geo
eng_logo
გიორგი ბერეჟიანი: 2010 წელს, მუხაძის დარგულმა ანევრიზმამ, სამი შვილის მამა მოკლა...
- +

15 სექტემბერი. 2016. 01:28



გიორგი ბერეჟიანი წინა ხელისუფლების დროს, ციხეებში არსებულ სასტიკ რეჟიმს იხსენებს და ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ წერს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმმა შეიწირა.



„ერთი თვის წინ მოკლა, 2010 წელს მუხაძის დარგულმა ანევრიზმამ, სამი შვილის მამა, დათო გარდაფხაძე.

ნეტავ რამდენს მოიმკის, ნაცების დათესილებიდან, სიკვდილის ცელი კიდევ?..

 

 

ამ დილით შემხვდა ახლობელი. მომიყვა ეს ამბავი.

 

კარცერში დადგომია მუხაძე. მიუცია ფჩხილების საკვნეტი და უთქვამს, "დაშალეო". დათოს დაუშლია.

 

-აიღე ახლა ეს ნაწილი და შედი ტუალეტში. რაღაცა ყვითელი განავლის ლაქები ვნახე პარაშის კედლებზე, უნდა გაასუფთავო. ისე უნდა მოფხიკო, რომ სულ პრიალი გაჰქონდეს.

 

იცოდა დათო, როგორც მუჟიკი, ანუ, არაკაზიოლი, არაქათამი, უარს ეტყოდა. მიზეზი უნდოდა, რომ ეწამებინა, ვინაიდან დათო არ დათანხმდა, დაერეკა ცოლისათვის და ეთქვა, ბიზნესი სახელმწიფოს აჩუქეო. ცოლის სახელზე ჰქონდა, მანქანების "მოიკების" პატარა ქსელი.

 

ზურგსუკან დაადეს ბორკილები. ექვსმა მუხაძის შნირებმა, თავდაყირა აწიეს დათო და თავით იქამდე ურტყეს პარაშის ნახვრეტს, სანამ ბიჭს ყურებიდან, პირიდან და ცხვირიდან სისხლი არ წამოუვიდა. გონდაკარგული დაუგდიათ ბეტონის იატაკზე...  ეგზეკუციის დროს, მუხაძე ხარხარებდა, „უნდა ჩაგტენო და ჩაგრეცხო, შენი ვითომ კაი ბიჭი დედაო"...!

 

მხოლოდ მესამე დღეს ამოწიეს კამერაში. მგვალად ჰქონდა თავზე ტყავი და ხორცი სისხლთან ერთად თმებში აზელილი. ხმას არ იღებდა, პერიოდულად გონს კარგავდა. რამდენჯერმე დავაკაკუნეთ საკნის კარებზე. ვეხვეწებოდით ნადზორებს:

-კვდება ბიჭი, წაიყვანეთ "რესბალნიცაზე".

 

გვპასუხობდნენ, რომ მუხაძეს უთქვამს, "ეგ ისეთი ჩათლახია, მაინც არ მოკვდებაო, ეგდოს კამერაშიო". მართლაც არ მოკვდა, მაგარი ჯამრთელობა ჰქონდა, 24 წლის ბიჭს.

ერთი თვის თვის წინ მოკლა, 2010 წელს მუხაძის დარგულმა ანევრიზმამ, სამი შვილის მამა, დათო გარდაფხაძე.

 

ნეტავ რამდენს მოიმკის, ნაცების დათესილებიდან, სიკვდილის ცელი კიდევ?"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner