logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: დაველოდოთ 8-9 ოქტომბერს...
- +

15 სექტემბერი. 2016. 02:26



„ქართული ოცნების" დეპუტატი ზვიად ძიძიგური სატელევიზიო ეთერით ოდესის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს მიმართავს.

 

 

„მინდა სააკაშვილს მივმართო და მოვუწოდო, რომ მეთოდები აქვს აშკარად მოძველებული. ის რასაც სააკაშვილი იყენებდა შევარდნაძის დროს, როდესაც არ არსებობდა პოლიცია, არ არსებობდა ჯარი, უსაფრთხოების სამსახური და მაშინ ის იყო ამ მეთოდებზე გადასული და სურდა ამ მეთოდებით ჩაეგდო ხელში ხელისუფლება, ეს ერთი თემაა, მაგრამ ახლა სხვა რეალობაა, დღეს შემდგარ სახელმწიფოში, რომელსაც ყველა სტრუქტურა აქვს და შენ მცდელობა გქონდეს ისეთივე სქემებით წახვიდე, ეს არის სრული სისულელე. დაველოდოთ 8-9 ოქტომბერს და ქართველ ხალხს მივცეთ სწორი არჩევანის გაკეთების უფლება", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „იმედის" ეთერში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner