logo_geo
eng_logo
თამარ სანიკიძე: ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში შემიძლია სტუდენტებთან საუბარი
- +

12 მარტი. 2016. 15:55



განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ პროცესებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. სანიკიძემ განაცხადა, რომ უნივერსიტეტის მმართველობა, ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია უნივერსიტეტში ნორმალურ საგანმანათლებლო პროცესის წარმართვაზე, არც თუ ისე ეფექტურად ართმევს თავს მოვალეობას:


„ძალიან ვწუხვარ და გული მტკივა, რომ ვადევნებ თვალყურს იმ პროცესებს, რაც შემიძლია დავინახო. უნივერსიტეტის მმართველობა, აკადემიური საბჭოს სენატი, რექტორი, ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია უნივერსიტეტში ნორმალურ საგანმანათლებლო პროცესის წარმართვაზე, არც თუ ისე ეფექტურად ართმევს თავს მოვალეობას. ეს არის შემაშფოთებელი.

 

საჭიროების შემთხვევაში, თუ სტუდენტებს ჩემთან შეკითხვები ექნებათ, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში შემიძლია მათთან საუბარი, მაგრამ ვერ და არ ჩავერევი იმ საკითხებში, რომელიც უნივერსიტეტის ავტონომიურობის ფარგლებშია მოსაგვარებელი", - აღნიშნა სანიკიძემ.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტი რამდენიმე დღეა გრძელდება. ისინი სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინიტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას აპროტესტებენ. ასევე ითხოვენ, ხელისუფლება დაინტერესდეს ე.წ. ოდეერების საკითხით.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner