logo_geo
eng_logo
დიანა ლიპარტელიანი გვარამიას: უხერხულია თქვენი მხრიდან „რეპორტიორზე“ ამ კონტექსტში საუბარი, ნიკა გვარამია მაინც არ იყოთ...
- +

15 სექტემბერი. 2016. 03:18



ჟურნალისტი დიანა ლიპარტელიანი მედია-ჰოლდინგი „რეპორტიორის" მისამართით ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და გვარამიას მიმართავს:



„ბატონო ნიკა, როგორი უხერხულია თქვენი მხრიდან „რეპორტიორზე" ამ კონტექსტში საუბარი. ნიკა გვარამია მაინც არ იყოთ...

 

ნიკა გვარამია, რომელიც (წარსულს რომ შევეშვათ 2 წუთით), არის ერთ-ერთი კერძო ტელეკომპანიის დირექტორი, ადამიანი, ვინც - ცალი ხელით, ქვეყანაში თავისი (და მით უფრო მისი „მაღალის") გემოვნების მიხედვით ცდილობს პოლიტიკური ამინდი შექმნას და მეორეს მხრივ, გვესაუბრება ისეთ ღირებულებებზე, როგორიცაა მედიის თავისუფლება, დემოკრატია, დაბალანსებული ეთერი და ..

 

P.S. მოკლედ, ვისაც არ გინახავთ: ნიკა გვარამია ამბობს, რომ თურმე, „რეპორტიორი" სამთავრობო და შავბნელი სააგენტოა და ის უსწრაფეს რეჟიმში იღებს უახლეს ინფოორმაციებს.

 

კი... ნიკა გვარამია ამბობს ამას."- წერს ლიპარტელიანი.



შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერი გავრცელდა, სადაც გვარამია პაატა ბურჭულაძის პარტიის მისამართით უკმაყოფილებას გამოთქვამს და პარტიის ლიდერს დირექტივებს აძლევს.


მოგვიანებით ნიკა გვარამიამ „რეპორტიორს" სამთავრობო  სააგენტო უწოდა, რადგან ჩანაწერი საიტზე განთავსდა.


 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner