logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ დესტაბილიზაციას, არეულობას გეგმავს!
- +

15 სექტემბერი. 2016. 03:19



პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" დესტაბილიზაციას გეგმავს.



ამის შესახებ მანანა კობახიძემ გადაცემა „ღამის კონტაქტში" განაცხადა და აღნიშნა, რომ  ამ გზით „ნაციონალურ მოძრაობას"  კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მიღწევა სურს.


„როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან, ასევე პარტიაშიც გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია, ეს გახლავთ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" , რომელიც გეგმავს გარკვეულ დესტაბილიზაციას სწორედ იმ მიზნით, რომ გარკვეულწილად არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო პოლიტიკურმა ძალამ, დესტაბილიზაციით, არეულობით, მიაღწიოს იმას, რის მიღწევასაც ის ცდილობს. პრაქტიკულად ეს ძალა მიდრეკილია ძალადობისკენ, მიდრეკილია სწორედ არეულობისკენ და ამ გზით გარკვეული პოლიტიკური მიზნის მიღწევისკენ. ეს მათი ხელწერაა. სამწუხაროდ ჩვენ ძალიან ბევრი ვნახეთ და ძალიან ბევრი მოვისმინეთ ამ პარტიისგან წლების განმავლობაში საიმისოდ, რომ გვქონდეს ასეთი განცხადების გაკეთების საფუძველი",- განაცხადა კობახიძემ.


კობახიძემ საუბრისას ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრის ცანაწერიც გაიხსენა:



„სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული ჯერ კიდევ იმ  ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს. მე ვგულისხმობ საუბრებს, ჩანაწერებს, რომელიც გასაჯაროვდაეს ჩანაწერები არის სატელეფონო საუბრების მიხეილ სააკაშვილსა და იგივე გვარამიას შორის, რომლითაც აშკარად იკვეთებოდა, თავის დროზე გარკვეული არეულობის მოწყობა, გარკვეული დესტაბილიზაციის მოწყობა თითქოსდა ტელეკომპანიის დასაცავად. ამ ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა ბატონმა გვარამიამ და თქვენ თუ ამოიღებთ ამ ჩანაწერებს, თავად მიხეილ სააკაშვილის ჩართვებისა, ვგულისხმობ "რუსთავი2 - ის" მეშვეობით გაბუნიას გადაცემაში, ქალბატონი კვესიტაძის გადაცემაში, სადაც ნახავთ, რომ ის პირდაპირ მოუწოდებს ამბოხებისკენ, ივანიშვილის დამხობისკენ. ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოს ჩანაწერს თუ ნახავთ, სადაც ის ასეულობით ადამიანის დაღუპვას წინასწარმეტყველებს", - განაცხადა კობახიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner