logo_geo
eng_logo
„თოფაძე-მრეწველები- ჩვენი სამშობლო“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- +

15 სექტემბერი. 2016. 03:20



საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები - ჩვენი სამშობლო" 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.


აღნიშნული გადაწყვეტილება ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე დაყრდნობით მიიღო.


მოსამართლემ უფრო ფართოდ განმარტა კანონი, რის საფუძველზეც მას მიეცა უფლება, რომ ჩაეთვალა წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულყოფილად. იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნებამდე დარჩა 24 დღე, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ გავასაჩივრო და აღვასრულო ის", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner