logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: დღეს, ვისაც სჭირდება პოლიტიკური არეულობა- არის „ნაციონალური მოძრაობა!“
- +

15 სექტემბერი. 2016. 03:24



ექსპერტ ოთარ აბესაძის განცხადებით, „დღეს, ვისაც სჭირდება პოლიტიკური არეულობა, ჩემი შეფასებით, არის "ნაციონალური მოძრაობა."  ამის შესახებ აბესაძემ გადაცემა „ღამის კონტაქტში" განაცხადა.


„დღეს, ვისაც სჭირდება პოლიტიკური არეულობა, ჩემი შეფასებით, არის „ნაციონალური მოძრაობა" და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ სახელმწიფო დგას დღეს იმ სიმაღლეზე, რომ აბსოლუტურად კანონის ყველა ნიშნით, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა ის პირი, ვინც გადაწყვეტს ანტისახელმწიფოებრივი  ქმედების ჩადენას საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. შესაბამისად, არავინ დაუშვას ეს, არც ფიქრში, არც გავლით და ასე შემდეგ, რომ საქართველოში, დღეს, როგორც შემდგარ დემოკრატიულ სახელმწიფოში, პოლიტიკური ინტერესებისა და ამბიციების დაკმაყოფილების გამო, დაუშვას გარკვეული ტიპის არეულობა.

 

დღეს, ყველაზე მეტად ვისაც სჭირდება პოლიტიკური სიმშვიდე, თუნდაც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოში, ეს არის პირველ რიგში, მმართველი გუნდი და „ქართული ოცნება".  ეს ჩვენი, როგორც სახელმწიფოებრივი ტესტია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყოს სამაგალითო, დამოუკიდებელი, საქართველოს არსებობის ისტორიაში", - განაცხადა ოთარ აბესაძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner