საფრანგეთის უშიშროების სამსახურმა არასრულწლოვანი დააკავა, რომელიც ტერორისტულ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი.
2001 წელს დაბადებულმა პირმა საკუთარი თავი წარმოადგინა, როგორც ტერაქტის შემსრულებელი და აღიარა, რომ კავშირი ჰქონდა ფრანგ ჯიჰადისტ რაშიდ კასიმთან.
რაშიდ კასიმი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსთვის" ახალგაზრდების გადაბირებით არის ცნობილი.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პოლიციამ ერთი კვირის განმავლობაში 15-16 წლის სამი მოზარდი დააკავა.