ტელეკომპანია „იბერია" განახლებულ და ახალ სატელევიზიო სეზონს იწყებს. მაუწყებლობა მაყურებელს ახალ გადაცემა „პრიორიტეტს" სთავაზობს, რომელსაც მაკა რაზმაძე და გიორგი გასვიანი გაუძღვებიან. ასევე, მაყურებელი ლევან ჩხაიძესთან, თამარ ურუშაძესთან, თამარ გედევანიშვილთან და პაატა დათუნაშვილთან ერთად განახლებულ და გაუმჯობესებულ საინფორმაციო გამოშვებას იხილავს.