„BBC"-ის ცნობით, პაკისტანის ცენტრალურ ნაწილში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარში სამგზავრო მატარებლის მძღოლს ადანაშაულებს.
„BBC"-ის ცნობით, მსგავსი ავარიები პაკისტანში ხშირი მოვლენაა, რადგან ქვეყანაში სარკინიგზო ინფრასტრუქტურა მოძველებულია.