logo_geo
eng_logo
გიორგი შარვაშიძე: კარგად მაქვს გაცნობიერებული თსუ-ში არსებული სიტუაცია და მაქვს უნარი, დავძლიო კრიზისი
- +

15 სექტემბერი. 2016. 11:14



თსუ-ში რექტორის არჩევნები გაიმართება. ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი შარვაშიძეა.


თბილისის „აუდიტორია 115"-ის წევრი გიორგი ჯავახაძე „ღამის კონტაქტში" საუბრისას თსუ-ს რექტორობის კანდიდატის გიორგი შარვაშიძის მისამართით კითხვას სვამს. „აუდიტორია 115"-სთვის საინტერესოა, როგორ შეძლებს შარვაშიძე უნივერსიტეტის რექტორობას მაშინ, როდესაც მან მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას, ვერ შეძლო სამინისტროს ინიცირება დაეყენებინა საკანონმდებლო დონეზე.


„თუ ბატონი გიორგი შარვაშიძე, რომელიც იყო მინისტრის მოადგილე, მაშინ არ დგამდა ქმედით ნაბიჯებს, მაშინ, როდესაც შეეძლო, სამინისტროს ინიცირება დაეყენებინა საკანონმდებლო დონეზე პარლამენტში, როგორ შეიძლება, მან ამ ყველაფერს თავი მოაბას უნივერსიტეის რექტორობის შემთხვევაში", - განაცხადა გიორგი ჯავახაძემ.


თსუ-ს რექტორობის კანდიდატი გიორგი შარვაშიძე აღნიშნულ განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ მას კარგად აქვს გაცნობიერებული უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობა და აცხადებს, რომ აქვს ცოდნა და შესაძლებლობა კრიზისის გადალახვისთვის.


„გამოწვევების წინაშე დგას სრულიად ჩვენი უნივერსიტეტი. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩვეულებრივი სიტუაცია. მე ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული, რა სიტუაცია არის ჩამოყალიბებული უნივერსიტეტში. ეს არის ჩვეულებრივი კრიზისი. მე მგონია, რომ მაქვს უნარი იმისა და შესაძლებლობა, ცოდნა, რომ შევძლოთ ყველამ ერთად, პროფესიულმა, სამეცნიერო ნაწილმა და სტუდენტებმა გადავლახოთ, ეს კრიზისი და უნივერსიტეტი გავიყვანოთ იმ გზაზე, რა გზაზეც უნდა იყოს დღეს პირველი ქართული სასწავლებელი", - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.


მისივე თქმით, „ყველა სტუდენტს, მიუხედავად ერთი ჯგუფის წევრია თუ მეორესი, უნდა ჰქონდეს თანაბარი საშუალება, რომ იმ სიკეთეებზე, რომლებიც არის საუნივერსიტეტო სივრცეში, წვდომა ჰქონდეთ ერთნაირი".


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner