logo_geo
eng_logo
გიორგი კოპაძე: „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი თავისუფლებაა
- +

15 სექტემბერი. 2016. 11:24



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძე ქალაქ ახალციხეში გორგასლის, მესხეთის, თამარაშვილის N5/N7, თამარაშვილის 31/33, თამარაშვილის ჩიხის და ფაბრიკის დასახლების ამომრჩევლებს შეხვდა. გიორგი კოპაძემ დეტალურად ისაუბრა ქალაქში დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.


„განხორციელებული ცვლილებებით და პროგრამებით, ჩვენი ქვეყანა სწორი განვითარების გზაზე დგას. „ქართული ოცნების" მთავარი მონაპოვარი თავისუფლებაა. თავისუფლების გარეშე მდგრადი და განვითარებული ეკონომიკა შეუძლებელია, სწრაფი განვითარებით ჩვენ მივაღწევთ კეთილდღეობას", - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner