სამგორის მე-12 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ირაკლი შიხიაშვილმა „პირWელის" პრესკლუბში განაცხადა, რომ წინასაარჩევნო გარემო სამართლიანად მიმდინარეობს.
მისივე თქმით, საზოგადოებაში არსებობს ნიჰილიზმი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ" დათესა და ამის გამო მოსახლეობის 50% არჩევნებზე მისვლას არ აპირებს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ" და „თავისუფლების ინსტიტუტის" წიაღიდან გამოსულმა სუბიექტებმა მიაღწიეს გარკვეულ მიზანს და საზოგადოებაში დათესეს ნიჰილიზმი, რომლიდანაც გამოსვლა ძალიან დიდ შრომასა და ადამიანებს საჭიროებს, ვისაც ენდობა საზოგადოება", - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
შიხიაშვილის თქმით, სწორედ დამოუკიდებელ მაჟორიტარებს გააჩნიათ პიროვნული ნდობა, რის გამოც ამომრჩევლებმა მათ უნდა დაუჭირონ მხარი.
სამგორის მე-12 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის განცხადებით, უკვე აღარ მუშაობს ნომერზე მიბმული კანდიდატი, აქედან გამომდინარე, ის თავის საარჩევნო ოლქში გამარჯვებაში დარწმუნებულია.