მოქმედი და ყოფილი განათლების მინისტრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - თამარ სანიკიძე დიმიტრი შაშკინს „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პირობებში, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-სთვის წლიურად მილიონი ლარის გადარიცხვაში სდებს ბრალს.
თამარ სანიკიძემ გადაცემა „2030"-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქმეზე სასამართლო დავა მოგებულია და ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს განათლების სამინისტროსთვის 300 000 ლარის გადახდა დაეკისრა.