logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: გილოცავთ ყველას ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
- +

15 სექტემბერი. 2016. 12:00

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს:



გილოცავთ ყველას ახალი სასწავლო წლის დაწყებას - მოსწავლეებს, სტუდენტებს, მასწავლებლებსა და მშობლებს.

ეს დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო პირველკლასელებსა და პირველკურსელებს. მათ ცხოვრებაში ახალი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. წარმატებებს ვუსურვებ მათ ამ გზაზე.

დღეს ჩვენი ბავშვების და ახალგაზრდების თვალებით საქართველოს მომავალი შემოგვცქერის. მათ ცოდნაზე, მონდომებასა და შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება საქართველოს მომავალი.

ამ საქმეში უმნიშვნელოვანესი როლი და პასუხისმგებლობა აკისრიათ მასწავლებლებს. აღზარდო ქვეყნის მომავალი თაობა - ეს ყველაზე საპატიო საქმეა. მინდა, მხნეობა და წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას".

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner