უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ელენა ზერკალმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინისთვის, საქართველოსა და კოსოვოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესების საკითხზე 11 ოქტომბერს, ევროკავშირის საბჭოში იმსჯელებენ.
„აღნიშნული საკითხის განხილვა ევროკავშირის იუსტიციისა და შიდა საქმეების მინისტრების შეხვედრაზე გაიმართება.
ფაქტობრივად, უკრაინისთვის და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების ტექნიკურ მხარეზე შეკითხვები არ არსებობს. დაბრკოლებას წარმოადგენს საკითხი, თუ როგორ გადაწყვეტენ ერთმანეთში პარლამენტი და ევროკავშირის საბჭო, ვინ იქნება მთავარი უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხში, რადგან ახლა ამ საკითხზე მათ შორის დიდი დავა მიმდინარეობს", - განაცხადა ელენა ზერკალმა.