logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: მთაში ხალხი უნდა დაბრუნდეს
- +

15 სექტემბერი. 2016. 12:13



საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე მთის კანონზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული საკითხები დასახვეწია.


აქვე ივანიშვილმა საპენსიო ასაკის დაწევაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საპენსიო ასაკის დაწევა მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც ქვეყნის ეკონომიკა განვითარდება და ბიუჯეტი გაიზრდება.


„მთის კანონსაც სჭირდება დახვეწა და გაღრმავება. ძალიან ბევრი რეგიონი ითხოს, რომ შეიყვანონ ამ სიაში. საერთოდ, ჩვენ არ გვაქვს უახლეს ისტორიაში ქვეყნის მართვის დიდი გამოცდილება. მრავალჯერ მითქვამს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, რომ უნდა ვისწავლოთ ბიუჯეტის კითხვა და განკარგვა, როგორც ოჯახის, ისე ქვეყნის ბიუჯეტის. მთელი პრობლემა არის ის, თუ როგორ უნდა მივუდგეთ ბიუჯეტს. როდესაც საპენსიო ასაკზეა საუბარი, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ამ ასაკმა დაიწიოს. თუმცა, ევროპელები აწევისკენ არიან მიმართულები.

 

მოკლედ, მთის კანონზე კითხვები ძალიან ბევრია. რა თქმა უნდა, მთაში ხალხი უნდა დაბრუნდეს. მთაში საპენსიო ასაკის დაწევა შეიძლება განიხილებოდეს და ეს იქნება გაცილებით იოლი, ვიდრე მთელ საქართველოში. ეს ყველაფერი კავშირში მოდის ბიუჯეტთან. ბიუჯეტი, რაც ქვეყანას აქვს, უნდა გაგვწვდეს და ეკონომიკა უნდა გავზარდოთ და ამის შესატყვისად უნდა მოვახერხოთ საპენსიო ასაკზე ზრუნვა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner