logo_geo
eng_logo
სკოლებში, სადაც სწავლა ვერ დაიწყო, გაცდენილი საათები შაბათ დღეს ანაზღაურდება
- +

15 სექტემბერი. 2016. 12:20



საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ მხოლოდ 20 სკოლაა, სადაც დღეს არ დაიწყო სწავლა. მისი თქმით, იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესის დაწყება დღეს ვერ მოხერხდა, მოსწავლეები გაცდენილ საათებს, შაბათი დღის ხარჯზე აანაზღაურებენ.



ზოგიერთ მათგანში, 2 დღით გადაიდო სწავლა სარემონტო სამუშაოების გამო. 13 სკოლა ამ ოციდან, ჩვენი ამერიკელი მეგობრების მიერ არის აშენებული, სადაც მიღება-ჩაბარების ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ეს საათები შაბათი დღეების ხარჯზე კომპენსირდება", - განაცხადა ჯეჯელავამ.



მისი თქმით, მთავარი სიახლე, რაც წლევანდელ სასწავლო პროცესს თან ახლავს, მოსწავლეთა რაოდენობაა.



ყოველწლიურად, სულ უფრო მეტი ბავშვი შედის სკოლაში. არის შემთხვევები, რომ ორი მეთორმეტე კლასი ამთავრებს სკოლას და მიიღეს ცხრა პირველი კლასი, რაც არის მთავარი სასიხარულო სიახლე. მეორე სასიხარულო ამბავი არის ის, რომ ჩვენი მასწავლებლები, ახალი შემართებით, მოტივაციით შეუდგნენ სასწავლო პროცესს. როგორც ვთქვით, არც ერთი ჩაჭრილი" და შეშინებული მასწავლებელი არ გვეყოლება ამ ქვეყანაში.

 

მესამე მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ ძალიან ბევრ სკოლაში, ისეთი გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით ვხვდებით სასწავლო პროცესის დაწყებას, რომ პირველ კლასში დაბრუნება მოგინდებათ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner