ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. რაჭაში მედიასთან და მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მთას მოსახლეობა უნდა შეუნარჩუნდეს. ამისთვის ხელისუფლებამ ყველა პირობა უნდა შეუქმნას მოსახლეობას.
„ბაღები და სკოლები მთას უნდა ჰქონდეს და ხელისუფლებამ ამაზე უნდა იზრუნოს, რომ ხელმისაწვდომი იყოს ბაღები და სკოლები ყველასთვის. მთის სოფლებში ისე უნდა იღებდნენ განათლებას ახალგაზრდები, რომ თავისუფლად ირიცხებოდნენ უნივერსიტეტებში.
რამდენად მოხერდება მთიან რეგიონებში უნივერსიტეტების ფილიალების გაკეთება, ეს მომავლის პროექტია. მთა უნდა შევინარჩუნოთ და მთის მოსახლეობა მთაში უნდა დავაბრუნოთ", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.