logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი მთა უფრო უნიკალურია, ვიდრე ზღვა
- +

15 სექტემბერი. 2016. 12:31



საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ონი-პიპილეთი-შქმერი-უზუნთას მონაკვეთზე არსებულ გზის პრობლემებთან დაკავშირებით კითხვაზე უპასუხა, რომ მამისონის უღელტეხილამდე უკვე დაწყებულია პროექტირება და გაისად დაიწყება მშენებლობა. ივანიშვილის თქმით, რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს რაჭაში ინფრასტრუქტურული პრობლემები, რათა მოსახლეობა დაუბრუნდეს მთას.


„შქმერთან გამავალ გზაზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ მამისონის უღელტეხილამდე უკვე დაწყებულია პროექტირება და გაისად დაიწყება მშენებლობა. ეს პროექტი ძალიან სწრაფად დასრულდება. თუ გინახავთ პრემიერ-მინისტრის განცხადება, მან აღნიშნა, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში, შემდგომ არჩევნებამდე ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა მორჩეს. ძირითადი აქცენტი მას შემაერთებელ მაგისტრალებზე ჰქონდა გაკეთებული. ძალიან ბევრი თანხა დაიხარჯება შიდა გზებზეც. ინფრასტრუქტურაა ის, რაც უნდა აშენდეს მთაში, რათა მთას დაუბრუნდეს სიცოცხლე. ულამაზესი ადგილები გვაქვს და უდიდესი პოტენციალია ტურიზმის მიმართულებით და იმასაც გეტყვით, რომ ჩვენი მთა უფრო უნიკალურია, ვიდრე ზღვა. ზღვას უჭირს კონკურენცია თურქეთთან, თუმცა ზღვაც მიიღებს იმდენ ტურისტს, რამდენსაც დაიტევს ჩვენი ქვეყანა. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა,რომ  გაცილებით მეტი პოტენციალია მთაში და რაჭა ამ მხრივ უნიკალურია.

 

მაქსიმალურს გავაკეთებ, როგორც მოქალაქე, რომ ხელისუფლებამ სწრაფად მოაგვაროს ინფრასტრუქტურული და გზების პრობლემა. ასევე ვიცი, რომ გაზის პრობლემაა და ეს ყველაფერი რაც შეიძლება ძალიან მალე უნდა მოგვარდეს, რათა რაჭას დაუბრუნდეს მკვიდრი მოსახლეობა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner