logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: მხარეთმცოდნეობის მუზეუმის პროექტის განხორციელება გაზაფხულზე დაიწყება
- +

15 სექტემბერი. 2016. 12:35



ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" მხარეთმცოდნეობის მუზეუმის პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ პროექტი, რომლის განხორციელება გაურკვეველი მიზეზით შეჩერდა, ყველაზე გვიან, გაზაფხულზე ამოქმედდება.

 

 

„მამუკა ხაზარაძისგან პირადად მიმიღია ეს პროექტი და კარგად ვიცნობ ამ პროექტს. ისიც ვუთხარი, რომ თუ იქნება სურვილი, მეც სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, ფონდ „ქართუს" ვგულისხმობ. მამუკას უარი არ უთქვამს თანამონაწილეობაზე და იმის შემდეგ აღარც მომიკითხავს. არ ვიცი, რატომ შეფერხდა ეს პროექტი. დღესვე დავუკავშირდები და ვფიქრობ, გაზაფხულზე, ყველაზე გვიან, დაიწყება პროექტის განხორციელება და თუ რაიმე სახის ფინანსური დახმარება გახდა საჭირო, აუცილებლად დავუდგები გვერდში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner