„TBC ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" მხარეთმცოდნეობის მუზეუმის პროექტთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერის შეთავაზებას გამოეხმაურა. ხაზარაძე იღებს შეთავაზებას, რომ ივანიშვილის თანადაფინანსებითა და დახმარებით პროექტი განახორციელოს.
„დაგვიკავშირდნენ „TBC ბანკიდან", ეს პროექტი ჯდება 4-ნახევარი მილიონი და მას სჭირდება თანადაფინანსებაში ჩემი მონაწილეობა, რაშიც, საჯაროდ ვაცხადებ, რომ მივიღებ მონაწილეობას. მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, მარტო ვერ გავაკეთებო და ჩვენ ერთად გავაკეთებთ და რამდენიც დასჭირდება, იმდენი თანხით დავეხმარები", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.