logo_geo
eng_logo
დიდუბის რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება
- +

15 სექტემბერი. 2016. 13:02



დიდუბის რაიონის გამგეობა 7 მისამართზე მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას ახორციელებს.



რეაბილიტაციის შემდგომ, განახლდება წყალსადენისა და კანალიზაციის ყველა დიამეტრის მოძველებული ქსელი. რეაბილიტაციის განხორციელების შემდეგ, გაუმართავი მიწისქვეშა კომუნიკაციები მოსახლეობას პრობლემას აღარ შეუქმნის.



სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გეოსერვის+" ახორციელებს, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდგომ დიდუბის რაიონის გამგეობა ასფალტის ახალ საფარს დააგებს.



დიდუბის რაიონში, 22 მისამართზე უკვე განხორციელდა წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელების რეაბილიტაცია, რაზეც დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 288 673 ლარი დაიხარჯა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner