logo_geo
eng_logo
გელა სამხარაული სოფელ იყალთოს ამომრჩეველს შეხვდა
- +

15 სექტემბერი. 2016. 13:04



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული სოფელ იყალთოს ამომრჩეველს შეხვდა.



კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში იყალთოს ახალ როლზე გაამახვილა- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტის „ქვევრის სკოლა-სახელოსნოს" მშენებლობა და რაც მთავარია, იყალთოს სამონასტრო კომპლექსი, რომელიც  მისი ერთგვარი სავიზიტო ბარათი და ტურისტების მოზიდვის წყარო გახდება.


 გელა სამხარაულმა ვრცლად ისაუბრა სოციალურ საკითხებზეც.


გაუმჯობესებული სოციალური დაცვის პაკეტი, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, -ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა, გაზრდილი პენსიები, ახალი ამბულატორიები- აი ეს არის ადამიანებზე ზრუნვა, ეს შევძელით ჩვენ. სამომავლოდ განვახორციელებთ საპენსიო რეფორმას და პენსიონერებს დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს გავუჩენთ, ქრონიკული დაავადებების მქონე უმწეოებსა და პენსიონერებს პირველადი მედიკამენტების 95%- სახელმწიფო დაგიფინანსებთ. ჩვენ თანაბრად ვზრუნავთ და არ ვახდენთ სოფლისა და ქალაქის დიფერენცირებას, ნებისმიერი სახელმწიფო სერვისი ყველა მოქალაქისთვის ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და დროული უნდა იყოს",- განაცხადა კანდიდატმა.



მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სოფლის ექიმის პროექტს და სოფლის ექიმების გადამზადებას, რომ მათი სტატუსი თანამედროვე მიდგომების შესაბამისი გახდეს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner