საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თუ სწორად ავირჩევთ ხელისუფლებას და იმავე მიმართლებით წავალთ, დიდი შანსი გვაქვს 7-8 წელიწადში ეკონომიკა გავაორმაგოთ.
„7-8 წელიწადში ეკონომიკის გაორმაგება არის ძალიან რეალისტური, თუ კიდევ რაიმე უბედურება არ დატრიალდა რეგიონში ან რაიმე კატაკლიზმი არ მოხდა. ეკონომიკის ზრდა უნდა დაიწყოს და საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ტემპი და ჰქონდეს, როგორიც არის, ზრდის ტემპი სხვაზე მაღალი რეგიონში, შეიძლება მაღალი ზრდის ტეპით ჩვენ მოვახერხოთ ეკონომიკის გაორმაგება. ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქციით 10 000 დოლარს უნდა გადავაჭარბოთ. თუ ჩვენ შევინარჩუნეთ ის, რაც 4 წლის განმავლობაში დავაფუძნეთ, სწორად ავირჩევთ ხელისუფლებას და იმავე მიმართლებით წავალთ, ჩვენ გვაქვს შანსი, 7-8 წელიწადში, მაქსიმუმ 10 წელიწადში ეკონომიკა გავაორმაგოთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.