logo_geo
eng_logo
გოგლა ჟვანია: ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულდა!
- +

15 სექტემბერი. 2016. 13:17




საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგლა ჟვანია პოლიტიკიდან მიდის, ამის შესახებ დეპუტატმა „რეპორტიორის"  პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ჟვანიამ აღნიშნა, პოლიტიკაში მისი მოსვლის ორი მიზეზი არსებობდა, პირველი იყო „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დასრულება და მეორე - მისი ძმის ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება.


„ორი მიზანი მამოძრავებდა, ერთი იყო იმ მანიაკალური რეჟიმის მოცილება ქვეყნისათვის, რომელიც 2012 წლამდე იყო და მეორე - ჩემი ძმის საქმე, რომელიც ჯერჯერობით არ არის გამოძიებული. მიმდინარეობს პროცედურა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მალე დასრულდება.

გამოვრიცხავ ჩემს მონაწილეობას რაიმე სახელმწიფო სტრუქტურებში. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულდა. იმედი მაქვს, საქართველოში აღარ დადგება ისეთი მომენტი, რომ არაპოლიტიკურ ადამიანებს სჭირდებოდეთ პოლიტიკაში ჩართვა",- განაცხადა გოგლა ჟვანიამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner