logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ დავნერგეთ ის სტანდარტები, რაც ბიზნესის განვითარებას სჭირდება
- +

15 სექტემბერი. 2016. 13:19



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში ჟურნალისტებთან და საზოგადოებასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რეგიონული კრიზისი მალე დამთავრდება და მაქსიმუმ 10 წელიწადში საქართველოში ეკონომიკური ზრდა გაორმაგდება.



„საერთოდ რაჭის განვითარების გეგმა რაც დაიწერა, ტემპები დაჩქარებულია და მის შესრულებასა და განვითარებისთვის ყველაფერი კეთდება.  ეს ყველაფერი ეკონომიკის განვითარებაზეა დამოკიდებული.

 

უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ რეგიონალური კრიზისია. გვინდა თუ არ გვინდა, საქართველო მარტო საოცრებას ვერ მოახდენს, თუ პარტნიორებს პრობლემები აქვთ, თვითონ რეგიონში მძიმე ეკონომიკური პირობებია, მარტო ერთი ქვეყანა სწრაფად ვერ განვითარდება პარტნიორების გარეშე.

 

თუმცა, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, საქართველო ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა რეგიონში. ყოფილა უფრო მაღალი ზრდა, მაგალითად, 2007  წელს „ნაციონალური მოძრაობის" დროს, მაგრამ მაშინ გაცილებით დიდი იყო სხვა ქვეყნების ზრდა. ყველაზე მაჩანჩალა ქვეყანაც კი იზრდება, პარტნიორები ქაჩავენ.

 

ჩემი აზრით, უახლოეს დროში რეგიონალური კრიზისი უნდა დასრულდეს. საქართველოს ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ ეკონომიკა სწრაფი ტემპით გაიზარდოს. სწორედ ახალი გუნდის მოსვლის შემდეგ, როდესაც მეც პრემიერი ვიყავი, დავნერგეთ ის სტანდარტები, რაც ბიზნესის განვითარებას სჭირდება, რომ კერძო საკუთრება ხელშეუხებელი იყოს და მთავრობა ყველა ტიპის ბიზნესს ლობირებდეს და რაც მთავარია, მათ ჯიბეში არ უნდა უძვრებოდეს.

 

თუ მთავრობის მინისტრები აკონტროლებენ ბიზნესს, ინვესტიციები, როგორც წესი, არ შემოდის. არ უნდა იყოს შერჩევითი დახმარება ბიზნესზე. ყველა ეს პირობა დაცული უნდა იყოს. სწორედ ასე განვითარდა ევროპა.

 

ყველა ეს პირობა დაცულია ევროპაში. ადამიანების უფლებების დაცვა, დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა და გამყარებაზე ზრუნვა, რაზეც  დღეს საქართველოს მზაობა აქვს.

 

ვფიქრობ, რომ 7-8 წელიწადში საქართველოში ეკონომიკის ზრდა გაორმაგდება, თუ რამე უბედურება არ მოხდა. ეკონომიკის ზრდა უნდა დაიწყოს.  შესაძლებელია მაღალი ზრდის ტემპებში ჩვენ მოვახერხოთ უახლოეს დროში ეკონომიკის გაორმაგება.  ერთ სულ მოსახლეზე 10 000 დოლარს უნდა გადავაჭარბოთ წარმოებულ პროდუქციაზე ზრდა.

 

თუ ჩვენ შევინარჩუნებით იმას, რაც 4 წინ დავიწყეთ და დღემდე ვაგრძელებთ, ამ ტემპით ზრდას და ამ ტემპში ვიქნებით, ჩვენ შევძლებთ, მაქსიმუმ 10 წელიწადში ეკონომიკა გავაორმაგოთ, რაც სიტუაციას შეცვლის ყველა მიმართულებით.

 

2030 წელი, რომელიც ჩვენ სამიზნედ ავირჩიეთ, სწორი მართვის შემთხვევაში, თუ საზოგადოება ძალიან აქტიური იქნება, ყველა არჩევნებზე მივა და სწორად მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩვენ მივაღწევთ მიზანს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner