პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებამ აღაშფოთა. შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტრომ თემურ თათარაშვილის საიუბილეო კონცერტისთვის ფინანსები არ გამოყო. როგორც „რეპორტიორს" სამინისტროში განუმარტეს, ესტრადის მომღერლებისთვის ფინანსების გამოყოფას ვერ ახერხებენ. ამავდროულად, „რეპორტიორისთვის" გახდა ცნობილი, რომ კულტურის სამინისტროში კომისიის გადაწყვეტილებით 15 000 ლარი იქნა კონცერტისთვის გამოყოფილი, თუმცა, მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალეს. გთავაზობთ ხათუნა ხოფერიას facebook-სტატუსს:
„ეს იდიოტი კულტურის მინისტრი არ უნდა გადააყენონ??? საკუთარ ფირმას და სააკაშვილის ნაშებს რომ ურიცხავს ფულს, პასუხს რომ არავინ თხოვს, ქართულ კულტურას რომ არ იცნობს, არ ცნობს და არც კულტურის მუშაკები ცნობენ მას, ეს ოდესმე არ უნდა დამთავრდეს??? თუ ეგრევე დაიჭერენ??? რა უბედური ქვეყანა ვართ... რატომ უნდა სჭირდებოდეს თემურ თათარაშვილს 15 000 ლარის თხოვნა ამ სამარცხვინო მინისტრისთვის...", - წერს ხოფერია.
იხილეთ:
თემურ თათარაშვილის კონცერტისთვის 15 000 ლარის გამოყოფა კულტურის სამინისტრომ გადაიფიქრა
http://reportiori.ge/inside.php?menuid=6&id=2199