logo_geo
eng_logo
ზურაბ პატარაძემ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
- +

15 სექტემბერი. 2016. 13:33



დღეს სწავლის დაწყების დღე რეგიონის მოსწავლეებს მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთის N2 საჯარო სკოლიდან მიულოცა. ზურაბ პატარაძე პირველკლასელებს იმ საკლასო ოთახში ესტუმრა, სადაც თავად სწავლობდა. მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული სითბოთი მიმართა მშობლიური სკოლის მაწავლებებსა და მოსწავლეებს და მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.



ქობულეთელებო, მე დღეს განსაკუთრებულად ამაყი ვარ, რომ ვიმყოფები ჩემს ულამაზეს, მშობლიურ სკოლაში, იმ კედლებში, სადაც 10 წელი ვისწავლე. აქ იყო ჩემთვის პირველი ზარიც, აქ იყო ჩემთვის სამახსოვრო გამოსაშვები საღამოც, აქ იყო ჩემი სიყვარული, ჩემი ბავშვობა, ჩემი ყმაწვილკაცობა, წარმატებები. აქვე ვხედავ ჩემს მასწავლებლებს, ჩემს დირექტორს, რომელსაც განსაკუთრებულად მივესალმები. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი დაუღალავი შრომისთვის, მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის. სასწავლო წლის დაწყებას პირველკლასელებს განსაკუთრებულად ვულოცავ. გისურვებთ ჯანმრთელობას, მინდა მთელი ცხოვრება იყოთ წარმატებულები. გვეამაყოს თქვენით!" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner