logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძემ მცხეთის ბაღებისა და სკოლების აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
- +

15 სექტემბერი. 2016. 13:39



დღეს, დიმიტრი ხუნდაძე ქალაქ მცხეთის ბაღებსა და სკოლებს ეწვია და აღსაზრდელებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.



დღეს თქვენს ცხოვრებაში ახალი პერიოდი იწყება. დღეს თქვენ პირველ ნაბიჯებს დგამთ ჯერ კიდევ ბავშვურ, მაგრამ შედარებით გათვიცნობიერებულ ცხოვრებაში. მინდა მოგილოცოთ სწავლის დაწყება და გისურვოთ დიდი განათლების მიღება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მცხეთის საკეთილდღეოდ. მსურს, თითოეულ თქვენგანში ვხედავდე მომავალ ექიმებს, პედაგოგებს, ეკონომისტებს, იურისტებს, ხელოვანებს, დეპუტატებსა და სახელმწიფო მოხელეებს. მსურს თითოეული თქვენგანის მიერ მიღებული ცოდნა ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასიკეთოდ აისახოს. თქვენა ხართ საქართველოს მომავალი და გპირდებით, არ დაგიტოვებთ ისეთ ქვეყანას, სადაც კვლავ დაგჭირდებათ ბრძოლა თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის, კეთილდღეობისთვის. თქვენ აუცილებლად გექნებათ ძლიერი და ბედნიერი საქართველო",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.



დღესვე, დიმიტრი ხუნდაძემ სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მცხეთის წმიდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner