logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: გვარამიამ პარტიის ლიდერსაც კი ლამის ტყავი გააძრო
- +

15 სექტემბერი. 2016. 13:36




ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში ჟურნალისტებთან და მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ბურჭულაძის და გვარამიას საუბრების გასაჯაროება თვითონ გვარამიასაც შეეძლო.


ივანიშვილის თქმით, გვარამიას დამოკიდებულება კარგად ჩანს აუდიოჩანაწერში, სადაც ის პარტიის ლიდერსაც კი ლამის ტყავს აძრობს, თუ როგორ გაბედა ყოფილმა წევრმა პარტიის დატოვება და მისთვის არახელსაყრელი განცხადების გაკეთება.


„მთავრობამ მობილიზება უნდა გააკეთოს, რომ ყველა პროვოკაცია თავიდან აიცილოს. ნიკა გვარამიას ჩემგან მოსმენა არ სჭირდება, ისედაც ყველაფერს დაუფარავად საუბრობს.

 

გელა ხვედელიძე, რომელიც იყო „ ქართული ოცნების"  შტაბის ხელმძღვანელი და აქტიური წევრი, ჩანაწერის გამოქვეყნების გამო არ დავზოგეთ. აქედან ჩანს, რომ ჩვენ მსგავსი ფაქტების მომხრე არ ვართ.

 

ჩვენი პირველი მიღწევა ის იყო, რომ მოსმენები და მიყურადებები შეწყდა. შემთხვევა არ არსებობს, რომ ხელისუფლებამ არასანქცირებული მოსმენები განახორციელოს.

 

ჩვენ სულ უნდა ვფრთხილობდეთ. ჟურნალისტები ძალიან ფხიზლად და აქტიურად უნდა იყვნენ. ხელისუფლებას ყველაზე დიდი რესურსი აქვს, უსაფრთხოების სამსახურსაც და შეუძლიათ, რომ მოუსმინონ, მაგრამ ამას მტკიცებულებიები სჭირდება. ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულია და როგორც ვიცი, ბურჭულაძე გვარამიას ამერიკიდან ესაუბრებოდა და ყველას შეუძლია, მსგავსი საუბრები ჩაიწეროს, ეს არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს.

 

გამოძება ამ აუდიოჩანაწერზე მიმდინარეობს, მაგრამ ის, რომ  ხელისუფლება დავადანაშაულოთ, არასწორია. ხელისუფლებას უნდა მოვთხოვით, გააკეთოს განმარტებები გამოძიებაზე.

 

ნიკა გვარამია თვითონ აკეთებდა მიყურადებებს და ფარულ ჩაწერებს ახორციელებდა. უცნაურია ნიკა გვარამიას დამოკიდებულება, რომელიც დღეს თავისუფალი მედიის დამცველად  გვევლინება.

 

ნიკა გვარამიას შეეძლო, საკუთარი ჩანაწერი თვითონვე გაესაჯაროებინა. ამით მან აჩვენა, როგორ უჭირავს ხელში მთლიანად ბურჭულაძის პარტია. მისი დამოკიდებულება კარგად ჩანს, როცა აღშფოთებულია ერთ-ერთი წევრის წასვლით. ამის გამო პარტიის ლიდერსაც კი,  ლამის ტყავი გააძრო, თუ როგორ გაბედა ერთმა წევრმა პარტიის დატოვება და ასეთი განცხადებების გაკეთება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner